weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან შეხვედრის შესახებ ტყუილის გამო გადადგა

22:26 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხალბე ზეილსტრა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 2016 წელს ზეილსტრამ განაცხადა, რომ 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის აგარაკზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც პუტინი ქვეყნის საზღვრების გაფართოებისა და უკრაინასთან, ბელარუსთან, ყაზახეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად „დიდებული რუსეთის“ შექმნაზე საუბრობდა. 2017 წლის 12 თებერვალს მინისტრმა აღიარა, რომ ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე არ იყო, ხოლო საუბრის შინაარსი მას წყარომ უამბო, რომლის გამხელაც ზეილსტრამ არ ისურვა.

ზეილსტრამ განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერის მანძილზე ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ნიდერლანდების სამეფო უკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრს იმსახურებს, რომელიც ყველა ეჭვზე მაღლა იდგება.

ხალბე ზეილსტრამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2017 წელს დაიკავა. 2006 წელს კი, როდესაც ის ვითომ პუტინს შეხვდა, ნავთობკომპანია Shell-ში მუშაობდა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად რუსეთში მოგზაურობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]