weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნგრეთის მთავრობის კანონპროექტი ჯორჯ სოროსის საქმიანობას ზღუდავს

18:11 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

უნგრეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას აძლევს აკრძალოს ან შეზღუდოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება „ეროვნული უსაფრთხოებისთვის" საფრთხედ მიიჩნევს.

კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ ის ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ლტოლვილებისა და ქალების უფლებებს იცავენ, წარმოადგენენ მათ ინტერესებს სასამართლოში და მთავრობასთან, უნგრეთის საზღვარზე მონიტორინგს ახორციელებენ და ამ საკითხებზე საინფორმაციო მასალებს ამზადებენ.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი უკანონო მიგრაციის შეჩერებაა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკანონო მიგრაცია ევროპის სტაბილურობას ანგრევს და ნაწილობრივ იკვებება ჯორჯ სოროსის ფინანსებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, 25 %-ით უნდა დაიბეგროს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოეთიდან მიღებული შეწირულობები.

კანონპროექტი წარმოშობით უნგრელი, ცნობილი ფინანსისტის და ღია საზოგადოების ფონდების ქსელის დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ არის მიმართული. სოროსის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უნგრეთში ეროვნული უმცირესობების ინტერესებს იცავენ და ემხრობიან ლტოლვილების მიღების პოლიტიკას მაშინ, როდესაც უნგრეთის მთავრობა ლტოლვლებისა და მიგრანტების ნაკადს მკაცრად ზღუდავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]