პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით სამი ადამიანი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა, სკოლაში შესვლის შემდეგ კი კიდევ 12. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.
СNN-ის ინფორმაციით, ქალაქი პარკლენდი, სადაც 31 000 ადამიანი ცხოვრობს, 2016 წელს ფლორიდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა.