დანიელ ფიეროს ბრალდების მიხედვით, ინციდენტი 2014 წელს სოფტბოლის მატჩზე მოხდა, როდესაც იგი 25 წლის იყო. კრისტინა გარსია თამაშის დასრულების შემდეგ მას უკანალზე და ფეხებშუა უფათურებდა ხელებს. ფიერომ ბრალდება ახლახანს, სამსახურში უფროსს გაუმხილა.
კრისტინა გარსია, რომელიც ცნობილია როგორც მამაკაცთა მხრიდან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ბრალდებას უარყოფს.