მიგელ კასტილო ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა. მანამდე ის ნოტარიუსად მუშაობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ გული აწუხებდა, რა დროსაც დაფიქრდა, თუ როგორ სურდა დარჩენილი წლების გატარება. გადაწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა. ვალენსიის უნივერსიტეტში თანამედროვე ისტორიის ფაკულტეტი აირჩია და ყოველ დღე ლექციებს მასზე გაცილებით უმცროს სტუდენტებთან ერთად ესწრება. გაცვლითი პროგრამისთვის კი ვერონა იმიტომ შეარჩია, რომ ამ ქალაქში 42 წლის წინაც იყო. მაშინ მარია კალასის შესრულებას მოუსმინა.
Erasmus-ის სასწავლო პროგრამებს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. მიგელ კასტილო, რომელიც ექვსი შვილიშვილის ბაბუაა, თავისი ასაკის ადამიანებს მოუწოდებს არ გამოიკეტონ სახლებში, რადგან მათ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისთვის.