weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუს ჰაკერს აშშ-ში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

12:31 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ნიუ ჯერსის შტატის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაკერული შეტევისთვის გასამართლებულ რუს ვლადიმირ დრინკმანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე საქმეში, კერძოდ 160 მილიონი დოლარის საკრედიტო ბარათის მიტაცებაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქე დმიტრი სმილიანეცს კი ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ ვინაიდან მან პატიმრობაში უკვე გაატარა ეს ვადა, იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება დრინკმანს, საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მოსალოდნელია მისი რუსეთში დეპორტაცია. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დრინკმანის მოქმედებებით მიყენებულმა ზარალმა 300 000 დოლარი შეადგინა.

გამოძიების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საფინანსო ინსტიტუტების, საგადასახადო სისტემისა და მაღაზიების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის სქემა 2003 წელს შეიმუშავეს. პროკურორების განმარტებით, შეტევის ობიექტი აღმოჩნდა მინიმუმ 16 კომპანია, მათ შორის - ელექტრონული ბირჟა NASDAQ , ავიაკომპანია JetBLue, მაღაზიების ქსელი 7-Eleven და Carrefour.

დრინკმანი და სმილიანეცი 2012 წელს ნიდერლანდებში დააპატიმრეს. შეერთებული შტატების მოთხოვნით მათი ექსტრადირება მოხდა. ამავე საქმეში მონაწილე რუსეთის კიდევ სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]