ვინტაჟურ მაჯის საათს, რომელიც ელვის პრესლის 1960 წლის 25 დეკემბერს აჩუქეს 75 000 000 ჩანაწერის გაყიდვის აღსანიშნავად, ზედ საგანგებო წარწერა აქვს: „ელვისს, 75 მილიონი ჩანაწერი, RCA Records, 12-25-60“. იგი 33 მმ-ანია და 44 ბრილიანტითა და 18-კარატიანი თეთრი ოქროთია გაწყობილი.
რამდენიმე წლის შემდეგ, ელვის პრესლის ლას ვეგასში ყოფნის დროს, მუსიკოსის გვერდით მჯდომმა ადამიანმა მას უთხრა, რომ საათი მოსწონდა. პრესლიმ უცნობი ადამიანის მაჯაზეც ძვირფასი საათი შეამჩნია, მოეწონა და გაცვლა შესთავაზა.
ხსენებული მაჯის საათი „ფილიპსის“ აუქციონზე სწორედ იმ ადამიანის ძმისშვილმა გაიტანა, რომელსაც ელვის პრესლიმ საათი გაუცვალა.