weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თურქეთში ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

22:30 პარასკევი, 16 თებერვალი 2018
აჰმეთ და მეჰმეთ ალტანები აჰმეთ და მეჰმეთ ალტანები

სტამბოლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ექვს ადამიანს, რომლებიც 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მსჯავრდებულებს შორის სამი ცნობილი ჟურნალისტია.

The Guardian-ის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს შორის არიან 73 წლის ჟურნალისტი ნაზლი ალიჩაკი, ეკონომიკის პროფესორი და ჟურნალისტი, 65 წლის მეჰმეთ ალტანი და მისი ძმა, ასევე ჟურნალისტი, ოპოზიციური გაზეთის Taraf-ის ყოფილი რედაქტორი, 67 წლის აჰმეთ ალტანი. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო გადატრიალებამდე ერთი დღით ადრე სატელევიზიო თოქ-შოუს საშუალებით „დაშიფრული შეტყობინების“ გადაცემაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობით ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ და კავშირი ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან, რომელსაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, თურქეთში სულ მცირე 73 ჟურნალისტი იმყოფება ციხეში. ამ მაჩვენებლით თურქეთმა უკან ჩამოიტოვა ჩინეთი და ეგვიპტე.

დღეს ცნობილი გადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა გერმანული გამოცემა Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუცელი, რომელიც ერთი წლი პროპაგანდის გავრცელებისთვის იხდიდა სასჯელს.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]