თვითმფრინავი რეისს თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ახორციელებდა. ის ზაგროსის მთებთან ჩამოვარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ვერტმფრენს კატასტროფის ადგილზე მისვლა უჭირს.
ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. წინასწარი ცნობებით, მგზავრების გარდა თვითმფინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.