ავიაკატასტროფა ზაგროსის მთებში, ქალაქ სემირომთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე აფრინდა, მოგვიანებით რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 60 მგზავრი, ორი პილოტი, ორი უსაფრთხოების თანამშრომელი და ორი გამყოლი იმყოფებოდა.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ვერტმფრენს ხელი შეუშალა.
BBC-ის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი (ATR 72-500) 20 წლის იყო.