მსოფლიოში სახელგანთქმული ავტომობილებისა და სარბოლო ტრასებზე მოპოვებული წარმატების წყალობით ლეგენდად ქცეული ენცო ფერარის მუზეუმში, რომელიც მშობლიურ ქალაქ მოდენაში მდებარეობს, წინა დღეს სპეციალური ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც მოგვითხრობს მის ცხოვრებასა და საოცარ კარიერაზე, რომელიც სარბოლო გატაცებით დაიწყო, შემდეგ კი წარმატებული მეწარმის მაგალითი გახდა, რადგან კომპანია, რომელიც ენცო ფერარიმ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დააარსა, დღემდე არსებობს და პროგრესირებს.
ენცო ფერარი 1898 წლის 18 თებერვალს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მოდენაში დაიბადა. თავისივე სახელობის სარბოლო მანქანების კომპანია Scuderia Ferrari მან 1929 წელს დააფუძნა, ათი წლის შემდეგ კი სერიული ავტომობილების გამოშვება დაიწყო კომპანია Ferrari-ს სახელით. ენცო ფერარი 1988 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ მარანელოში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე იგი იმ დროისთვის უდიდესი როუდერის, Ferrari F40-ის გამოშვებას მოესწრო.