weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში მორიგ სამთავრობო ავიაიერიშებს 98 ადამიანი ემსხვერპლა

12:37 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას რაიონში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ახალი ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვი და 14 ქალია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „თეთრი ჩაფხუტების“ მონაცემებით კი, ავიადარტყმებისას ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სამასამდე დაიჭრა.

აღმოსავლეთ ღუტას დაბომბვის შეწყვეტა გაერომ და ევროკავშირმა მოითხოვეს. სირიის ამ რაიონს პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ. თავის მხრივ, სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამთავრობო ძალები უტევენ არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ - უკანონო დაჯგუფებებს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]