აღმოსავლეთ ირანის ქალაქ გონაბადის სუფიზმის ორდენის წევრების განცხადებით, მოკლულია მათი სულ მცირე ერთი წარმომადგენელი.
გავრცელებული ინფორმაციით, თეირანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან სუფიების საპროტესტო აქცია მათი თემის წარმომადგენლის, 72 წლის ნემათოლა რიაჰის დაკავების გამო დაიწყო. მოგვიანებით სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია ავტობუსის შეჯახება პოლიციელთა ჯგუფთან.
თეირანში მომხდარ სამართალდამცავებთან შეტაკებებს წინ უძღოდა სუფიების მჯდომარე აქცია მათი ლიდერის, 90 წლის ნურალი ტაბანდეს სახლთან. სუფიები შიშობდნენ, რომ პოლიცია ტაბანდეს დაკავებას გეგმავდა.
სუფიზმი ისლამის შინაგანი, მისტიკური და ფსიქო-სულიერი სწავლებაა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.