weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იაპონიაში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი აშენდება

11:13 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

კორპორაცია Sumitomo Forestry 2041 წლისთვის 350 მეტრი სიმაღლის 70-სართულიანი ხის შენობის აშენებას გეგმავს, რაც „სუმიტომოს“ კონგლომერატის დაარსების 350 წლის იუბილეს მიეძღვნება.

კორპორაციის განცხადებით, ხსენებული ახალი სამშენებლო პროექტი ურბანული განვითარების მაგალითი იქნება, რომელიც კეთილია ადამიანებისადმი.

ცათამბჯენის 10% პროცენტი მეტალის იქნება, 200 000 კუბურ მეტრზე კი ადგილობრივ ხის მასალას გამოიყენებენ. შენობას აივნები ექნება, სადაც ხეებს დარგავენ.

ცნობილია, რომ იაპონიის მთავრობამ ჯერ კიდევ 2010 წელს მიანიჭა უპირატესობა ხისგან აგებულ შენობებს და საამისოდ მრავალსართულიან შენონებთან მიმართებაში კანონიც შემოიღო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]