weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ელისაბედ მეორე ლონდონის მოდის კვირეულზე პირველად მივიდა

13:55 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018
ფოტოზე ელისაბედ მეორე და ანა ვინტური ფოტოზე ელისაბედ მეორე და ანა ვინტური

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე პირველად თავისი 66-წლიანი მმართველობის განმავლობაში ლონდონის მოდის კვირეულს დაესწრო. ყველასგან მოულოდნელად 91 წლის დედოფალი ახალგაზრდა ბრიტანელი დიზაინერის, რიჩარდ ქუინის ჩვენებაზე მივიდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი პირველ რიგში ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორის ანა ვინტურის და ბრიტანეთის მოდის საბჭოს ხელმძღვანელის ქეროლაინ რაშის გვერდით იჯდა.

ჩვენების შემდეგ ელისაბედ მეორემ 27 წლის რიჩარდ ქუინს ბრიტანული მედიის განვითარებისთვის პრემია გადასცა.

„ეს უბრალოდ ფანტასტიკაა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ჩვენების დაწყებამდე, პირველ რიგში დედოფალი დავინახე. ის სტილის ფუძემდებელია. პირველი იყო სამეფო ოჯახის ქალებიდან, ვინც შარვლის ჩაცმა დაიწყო“, - აღნიშნა დიზაინერმა.

ბრიტანეთის მოდის საბჭოს ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ დედოფლის დასწრება, მოდის კვირეულის ორგანიზატორებისთვის დიდი პატივი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]