ავტობუსში მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა მასში სავარაუდოდ 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ავტოკატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ პერუში მსგავსი ინციდენტი წელს უკვე მეორეა - იანვარში მომხდარ ავტობუსის კატასტროფას 51 ადამიანი ემსხვერპლა.