weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრაკონიერმა ნადირობისას შემთხვევით მეგობარი მოკლა

14:40 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

26 წლის ამერიკელი ბაპტისტი მოძღვარი მაიკლ მარში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ტეილორსვილში ნადირობისას თავისივე 31 წლის მეგობარმა რონალდ მეთიუ დანმა შემთხვევით მოკლა.

მაიკლ მარში ნადირობისას ელექტრომოწყობილობას იყენებდა, რომელიც კოიოტის ხმას გამოსცემს და სანადიროდ დაგეშილ ძაღლებს იზიდავს. ხმაზე მისულ ძაღლებს მეორე ბრაკონიერი მიჰყვა და ხის ძირიდან სწრაფად წამომართული მეგობარი ორი გასროლით მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

რონალდ მეთიუ დანის მიმართ საქმე გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლითაა აღძრული. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რონალდ მეთიუ დანს სანადირო ლიცენზია არ ჰქონდა და ნახევრადავტომატური შაშხანა AR-15-ით ნადირობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]