weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარი პროტესტის ნიშნად დაკეტეს

11:40 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018
ფოტოზე: იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III ერთობლივ განცხადებას კითხულობს ფოტოზე: იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III ერთობლივ განცხადებას კითხულობს

იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძარი 100 წლის განმავლობაში მომლოცველებისთვის პირველად დაკეტეს. ამით ტაძრის ხელმძღვანელებმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, ეკლესიას მიწები ჩამოართვას.

პროტესტის ნიშნად ტაძრის დახურვის თაობაზე კვირას ერთობლივი განცხადება კათოლიკური და მართლმადიდებელი, ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, სასულიერო ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი, რომელიც ისრაელის მთავრობის მიერ არის ინიცირებული, დისკრიმინაციული და რასისტულია.

"ეს საზიზღარი კანონპროექტი, თუ ის მხარდაჭერილი იქნება, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ეკლესიას ქონება ჩამოართვას. გვახსენდება მსგავსი კანონები, რომლებსაც ებრაელების წინააღმდეგ ევროპაში ბნელი საუკუნეების დროს იღებდნენ. პროტესტის ნიშნად, გადავწყვიტეთ ამ უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმა და აღდგომის წმინდა ტაძრის დახურვა", - განაცხადეს სასულიერო ლიდერებმა.

მორწმუნეები ტაძრის დახურულ კართან ლოცულობენ. ფოტო Ⓒ Amir Cohen/Reuters

პროტესტის შემდეგ, ისრაელის მთავრობამ კანონპროექტის განხილვა ერთი კვირით გადადო.

აღდგომის წმინდა ტაძარს, ქრისტეს საფლავის მოსალოცად, ათასობით პილიგრიმი სტუმრობს. 1900 წლის შემდეგ ის დახურული არ ყოფილა. უცნობია, თუ რამდენი ხნით დაიკეტა ტაძრის კარები ამჯერად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]