weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერაყში 15 თურქ ქალს სიკვდილი მიუსაჯეს

15:16 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ერაყის სასამართლომ 15 თურქ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავეებად სცნო ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაში. კიდევ ერთ ქალს კი იგივე ბრალდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლომ განაჩენები მას შემდეგ გამოიტანა, რაც დამტკიცდა, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ცოლად გაჰყვნენ, ან ექსტრემისტებს რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინეს.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch აღნიშნულ განაჩენებს უსამართლოს უწოდებს.

ერაყში სამართალდამცველებმა სულ მცირე 560 ქალი და 600 ბავშვი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ექსტრემიზმში ედებათ ან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ნათესავებად ითვლებიან.

ცნობილია, რომ დეკემბერში ერაყის მთავრობამ „ისლამურ სახელმწიფოზე“ სამხედრო გამარჯვება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დაჯგუფების მებრძოლები ყველა მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრიდან განდევნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]