მეორე ხანძარმა კრასნოდარში მამაკაცი და ორი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია ასევე დატრიალდა 26 თებერვალს ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მწყობრიდანაა გამოსული გათბობის ცენტრალური სისტემები, საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული დენისა და გაზის გამათბობლები კი ხშირად იწვევენ ხანძარს, აფეთქებასა და სიცოცხლისათვის საზიანო აირების გაჟონვას.