ბრიტანული გამოცემა The Independent წერს, რომ ფარანჯის აკრძალვას ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ეწინააღმდეგებოდა. მისი განცხადებით, ყველა ქალს აქვს უფლება ჩაიცვას ის, რაც სურს.
„ეს არ ეხებათ მხოლოდ მუსლიმ ქალებს. ყველა ქალს შეუძლია თავსაბურავის ტარება. თუ ეს გაშმაგებული ისლამოფობია გაგრძელდება, დადგება დღე, როდესაც ქალებს ვთხოვთ თავსაბურავების დაფარებას იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნათ, ვინც ამას რელიგიის გამო აკეთებს“, - აცხადებდა პრეზიდენტი კანონის მიღებამდე ერთი წლით ადრე.
ოპონენტები ამ აკრძალვას დისკრიმინაციულს და არასაჭიროს უწოდებენ, რადგან, მათი თქმით, ავსტრიაში ქალების ძალიან მცირე რიცხვი ატარებს ფარანჯსა და ნიქაბს. ოპონენტების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყევტილება ქვეყნის კონსტიტუციურ დემოკრატიას, რელიგიის თავისუფლების და პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ შეეხება ჰიჯაბს, რომელიც მხოლოდ თმასა და კისერს ფარავს.
საზოგადოებრივ ადგილებში მუსლიმანური ტრადიციული სამოსი, რომელიც მთელ სახეს და ტანს ფარავს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია აკრძალული. მათ შორის პირველი იყო საფრანგეთი, სადაც შესაბამისი კანონი 2011 წელს მიიღეს.