weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებს უწყვეტი სროლა აფერხებს

13:07 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შუამდგომლობით უნდა ამოქმედებულიყო ცეცხლის შეწყვეტის ხუთსაათიანი პერიოდი.

27 თებერვალს სირიელმა აქტივისტებმა გაანცხადეს, რომ ანკლავად ქცეულ რაიონზე სირიის მთავრობამ საჰაერო და საარტილერიო იერიშები მიიტანა. პარალელურად ოფიციალური დამასკო და კრემლი მეამბოხეებს ადანაშაულებდნენ იმ საევაკუაციო გზისთვის ცეცხლის გახსნაში, რომლითაც ადგილიდან სამოქალაქო პირები უნდა გაეყვანათ.

გაერო აცხადებს, რომ თავდასხმები შეუძლებელს ხდის ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელებას.

26 თებერვალს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან დღის 2 საათამდე ამოქმედდებოდა ყოველდღიური „ჰუმანიტარული პაუზა“, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სამოქალაქო პირების გაყვანა და დაჭრილთა ევაკუაცია. რუსეთის ამ განცხადებას წინ უძღოდა 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც ითხოვდა 30-დღიანი ზავის ამუშავებას დაყოვნების გარეშე სირიის კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჩასატანად.

სირიელი აქტივისტების ცნობით, ქვეყნის სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტის დამბომბვას ბოლო ცხრა დღის განმავლობაში 560-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღმოსავლეთ ღუტაში 393 000 ადამიანია მოქცეული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]