weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეგვიპტეში უძველესი სარკოფაგებით სავსე ნეკროპოლისი აღმოაჩინეს

17:25 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

არქეოლოგებმა ეგვიპტეში აქამდე უცნობი, ათასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს. 2000 წლის მასიური სამარხი ძველი ეგვიპტის გვიანდელ პერიოდს, პტოლემეების დინასტიას ეკუთვნის.

მიწისქვეშა სამარხების კომპლექსი სამხრეთ კაიროში, ელ-მინიის საგუბერნატოროში (მუჰაფაზა), ხუმნის ნეკროპოლისიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. იგი სულ მცირე რვა სამარხს მოიცავს, რომლებშიც მრავალი სარკოფაგია მოთავსებული. კომპლექსში ბევრი გვირაბია, რომლებიც სავსეა საოჯახო სამარხებითა და არტეფაქტებით.

გათხრები სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის ხელმძღვანელობით გასული წლის ბოლოს დაიწყო. არქეოლოგთა ჯგუფი ანტიკური ზემო ეგვიპტის მე-15 ნომის (ადმინისტრაციული დანაყოფი) სასაფლაოს ეძებდა. მათთვის ცნობილი იყო, რომ ამ სამარხზე დაკრძალული უნდა ყოფილიყო სიბრძნისა და მეცნიერების იბისისთავიანი ღვთაება თოტის უმაღლესი ქურუმის სამარხი.

სამარხში სულ 13 საფლავია. კომპლექსის რვა სამარხში 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს. ჯგუფმა 1000-ზე მეტი უშბათი, ანუ სამგლოვიარო ფიგურა იპოვა. მათ მიცვალებულებს საფლავში ატანდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ მისი თანამგზავრები იქნებოდნენ საიქიოში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]