weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქმენეთში 8 მარტს ქალები პრეზიდენტისგან საჩუქრად 11 დოლარს მიიღებენ

10:01 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

თურქმენეთში, ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით, ქალებს ქვეყნის პრეზიდენტისგან 40 მანათი (11 დოლარი) გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის განკარგულებით, 11 დოლარს მიიღებენ ქალები, რომლებიც პენსიას და სახელმწიფო დახმარებას იღებენ, სწავლობენ დოქტორანტურაში ან კლინიკურ ორდინატურაში, არიან პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემიის მსმენელები. პრეზიდენტის განკარგულება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე, სკოლის მოსწავლეებსა და სკოლამდელი ასაკის გოგონებზე.

8 მარტს ქალებისთვის 11 დოლარის ჩუქების ტრადიცია თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის დროს ჩამოყალიბდა. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ამ თანხით საზაფხულო კაბის შესაკერად ნაჭრის ყიდვაა შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]