weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

ჰოლივუდში ოსკარის ნომინანტი ფილმის მსგავსი პროვოკაციული ბილბორდები დაკიდეს

12:59 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ამერიკელმა ქუჩის ხელოვანმა სახელად Sabo, რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის წლევანდელი ოსკარების ნომინანტი ფილმის (Three Billboards Outside Ebbing, Missouri) სიუჟეტი გამოიყენა და ლოს ანჯელესის გარეუბან ჰოლივუდში პროვოკაციული შინაარსის მქონე სამი ბილბორდი დაკიდა, რითაც ამერიკის კინოინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე მიანიშნა.

უილშირის ბულვარსა და ლა ბრის ავენიუს მახლობლად აღმართულ სამ სარეკლამო ბილბორდზე შემდეგი ტექსტებია დართული:

„და უდიდესი პედოფილისთვის განკუთვნილი ოსკარი გადაეცემა...“

„ყველამ ვიცოდით და ისევ არავის აკავებენ“

„დაასახელეთ გვარები სცენიდან ან მოკეტეთ!“

Sabo-ს თქმით, სამი ბილბორდის აღმართვის მიზეზი იმ ადამიანთა კრიტიკაა, რომლებიც სექსუალური ძალადობის ფაქტებზე თვალებს ხუჭავდნენ და დუმილს ამჯობინებდნენ, ავტორი ასევე მოუწოდებს კინოინდუსტრიაში მოღვაწე ცნობად სახეებს, ოსკარების აღებისას ნათქვამი სამადლობელო სიტყვისას შეწყვიტონ სხვების დამოძღვრა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა ქუჩის ხელოვანმა მსგავსი ბილბორდი აქამდეც აღმართა, როდესაც გასული წლის ნოემბერში ფილმ „უდიდესი შოუმენის“ (The Greatest Showman) სარეკლამო პოსტერზე არსებულ მსახიობ ზენდაიას კადრს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული სენატორის, ალ ფრენკლინის გამოსახულება დაურთო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]