weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კონგოში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებას ორმოცდაათამდე ადამიანი ემსხვერპლა

11:54 შაბათი, 03 მარტი 2018

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებას დროს 49 ადამიანი დაიღუპა. საქველმოქმედო კათოლიკურ ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვლილების გარდა არიან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებიც.

„კარიტასის“ ინფორმაციით, ეთნიკურ თემ ლენდუს წარმომადგენლები იტურის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ ბუნიას მახლობლად მდებარე სოფელ მაზეს დაესხნენ თავს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ზოგიერთ ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი.

იტურის პროვინციაში კონფლიქტი ეთნიკური ჯგუფების, ჰემასა და ლენდუს წარმომადგენლებს შორის მრავალი წელია არსებობს. ამის მიზეზი მიწები და რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსებია, მათ შორის - ოქრო.

2003 წელს პროვინციაში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა. 2006 წელს აქტიური შეტაკებები შეწყდა, თუმცა რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები მშვიდობიან მოსახლეობას პერიოდულად დღემდე ესხმიან თავს. 2017 წლის დეკემბერში ვითარება კვლავ გამწვავდა. ბოლოს სამი თვის განმავლობაში იტურიში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]