weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძილივა

13:06 შაბათი, 03 მარტი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.

თეთრი სახლის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქმიანობა და პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ატარებს, მათ შორის ყირიმის მიზანმიმართული ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევა, კვლავ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს 16 მარტს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დააწესა. პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის რიგ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა, მათი ანგარიშები გაყინულია და დაყადაღებულია ქონება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ 2014 წლის შემდეგ რუსეთს პოლიტიკა არ შეუცვლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]