weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალტაში არჩევნებში მონაწილეობა 16 წლის მოქალაქეებს შეეძლებათ

10:25 სამშაბათი, 06 მარტი 2018

მალტა რიგით მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა 16 წლის მოქალაქეებს შეეძლებათ. პარლამენტმა 5 მარტს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ხმის უფლება 18 წლის ნაცვლად 16 წელს მიღწეულ პირებს ენიჭებათ.

„პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმენით ისტორია“, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი კანონმდებლების გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება პასიურ საარჩევნო უფლებას, არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასაყენებლად მოქალაქეს კვლავინდებურად 18 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული. 

2015 წელს ავსტრია ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 16 წლის მოქალაქეებს მიეცათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]