ჟაკლინ ლარმა - ნიუფაუნდლენდი, პენსილვანია: მლოცველი ქალი იარაღით (AR-15) ხელში ეკლესიაში გამართულ საგანგებო ცერემონიაზე, რომელიც იარაღის ტარებას მიეძღვნა.
კლოდა კილკოინი - დუბლინი, ირლანდია: ქალი ჰასკის ჯიშის ძაღლთან ერთად დათოვლილ ფენიქსის პარკში.
ჯეფ მიჩელი - ბალოხი, შოტლანდია: ძლიერ თოვლსა და ქარბუქს ქვეყანაშ მსხვერპლი მოჰყვა.
ნიკოლა ტუკა - ლა ტესტ დე ბუში, საფრანგეთი: ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ქვიშის დიუნა ნაწილობრივ თოვლმა დაფარა.
ოლივიე მორენი - ბიარიცი, საფრანგეთი: სერფერი საფრანგეთის სერფინგის აკვნად წოდებულ კოტ დე ბასკის სანაპიროზე.
ფათიჰ აქთაში - შანლიურფა, თურქეთი: 12 წლის შაჰინ სუნა რამდენიმე წელია მტრედების გამრავლებითა და ვაჭრობითაა დაკავებული ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში.
ამარ სულეიმანი - აღმოსავლეთ ღუტა, სირია: ალი და კვამლი მთავრობის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმისას.
მოჰამედ ბადრა - ალ-შიფუნიე, სირია: დაშავებული ბავშვები აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში მდებარე საავადმყოფოში.
საიდ ხათიბი - ხან იუნისი, პალესტინა: პალესტინელი დემონსტრანტები ისრაელის სპეცრაზმელებთან მორიგი შეტაკებისას.
გილ კოენ-მაგენი - იერუსალიმი, ისრაელი: ოპოზიციონერი აქტივისტის, რაბინ შმუელ აუერბახის დაკრძალვის ცერემონია.
ტაირონ სიუ - ტაინანი, ტაივანი: სამხრეთ-დასავლეთ ტაივანში გამართულ ფესტივალზე ადამიანები მოტოციკლისტის ჩაფხუტით თავს ფოიერვერკებისგან იცავენ.
სერგეი ილნიცკი - პიონჩანი, სამხრეთ კორეა: განათებულ კოსტიუმებში გამოწყობილი შემსრულებლები ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე.