weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 32 ადამიანი

18:43 სამშაბათი, 06 მარტი 2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში, ჰმეიმიმის ავიაბაზაზე დაშვების დროს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ, მას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკამდე დაახლოებით 500 მეტრი აშორებდა, როდესაც მიწაზე დაენარცხა. ავიაკატასტროფა რუსეთის დროით 15:00 საათზე მოხდა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

„ან-26“ საბჭოთა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომლის დანიშნულება საბრძოლო ტექნიკისა და სამხედროების გადაყვანაა. რუსეთს დაახლოებით 100 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]