weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 მარტთან დაკავშირებით McDonald's-მა ლოგო შეცვალა

11:54 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

მსოფლიოში ცნობილმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა McDonald's-მა 8 მარტთან, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლოგოტიპი დროებით შეცვალა. პირველად ისტორიის განმავლობაში, კომპანიამ თავისი სახელწოდების პირველი ასო „M ამოაბრუნა და შედეგად ასო „W (Women - ინგ. ქალები) მიიღო.

СNN-ის ინფორმაციით, McDonald's-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლოგო ქალთა გამორჩეული მიღწევების პატივსაცემად შეცვალეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ქალებს სამუშაო ადგილებზე და აშშ-ში მათი რესტორნების ათ მენეჯერს შორის 6 ქალია.

8 მარტს, ასო „M“-ს ნაცვლად „W“ გამოჩნდება McDonald's-ის მობილურ აპლიკაციებზე, სოციალურ ქსელებში კომპანიის გვერდებზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული 100 რესტორნის პერსონალის ფორმებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]