weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუჩაში ჰიჯაბის მოხსნის გამო ირანში ქალს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

02:35 პარასკევი, 09 მარტი 2018

ირანელ ქალს, რომელმაც ჰიჯაბის სავალდებულო ტარება გააპროტესტა და თეირანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე თავსაბურავი მოიხსნა, ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის განცხადებით, ქალი „ზნეობრივი გარყვნილების წახალისებაში“ დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ქალის მიმართ განაჩენი დეკემბერის ბოლოს გამოიტანეს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლახანს გახდა.

2017 წლის დეკემბერში, თეირანში, ენგელბას ქუჩაზე ქალმა პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა და დროშასავით ააფრიალა. ფოტოთი, სადაც მას ჯოხზე დამაგრებული თავსაბურავი უჭირავს, მთელ ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის სახედ იქცა. 

ირანში ქალებმა სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ აქტიური საპროტესტო გამოსვლები სამი თვის წინ, აქცია „თეთრი ოთხშაბათის“ ფარგლებში დაიწყეს. კამპანიას აშშ-ში მცხოვრები ირანელი აქტივისტი მასიჰ ალინეჯადი უნგას სათავეში, რომელმაც ქალებს მოუწოდა, ოთხშაბათობით პროტესტის ნიშნად თეთრი ჰიჯაბი გაიკეთონ. თებერვალში თეირანის პოლიციამ აქციის მონაწილე 29 ქალი დააკავა.

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანში ქალები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიჯაბით იარონ. კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა და პატიმრობაა გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]