weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს

16:51 კვირა, 11 მარტი 2018

ბერლინში, რაინიკენდორფის უბანში, დაუდგენელმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სამმა უცნობმა ახალგაზრდამ თურქების მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრია და ხანძარი გააჩინა. გამვლელებმა, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ, პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების დაკავება ვერ მოახერხეს.

მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს, თუმცა მეჩეთის ერთ-ერთი ნაწილი მთლიანად დაიწვა. პოლიცია ვარდაუდობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს ეხება.

ბერლინში მომხდარ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, ქალაქ ლაუფენში მდებარე მეჩეთს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს თავდასხმა ისლამოფობიის გამოვლინება.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თურქულ მეჩეთებზე ბოლო დროის თავდასხმები შესაძლოა ქურთი რადიკალების მიერ იყოს განხორციელებული და უკავშირდებოდეს სირიის აფრინის რეგიონში თურქეთის მიერ ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებას.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს სიძულვილის ნიადაგზე მუსლიმების ან მეჩეთების წინააღმდეგ სულ მცირე 950 დანაშაული დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა განახორციელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]