weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგლისელებმა მსოფლიო ჩემპიონატს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ

10:48 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ამ ზაფხულს რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა და მისმა როგორც ამერიკელმა, ისე ევროპელმა მოკავშირეებმა ბოიკოტი გამოუცხადონ. აღნიშნულ ინფორმაციას ყოველდღიური ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

ბოიკოტის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ინგლისი ქალაქ სოლზბერიში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, რაშიც სავარაუდოდ რუსეთის სახელმწიფოს ხელი ურევია.

თუ ორმაგი აგენტის მოწამვლის ფაქტი დადასტურდება, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადება რეალური გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოიკოტს შესაძლოა პოლონეთი, ავსტრალია და იაპონია შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ლონდონში რუსეთის ყოფილი სპეცსამსახურის ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ ბრიტანელებმა ლიტვინენკოს მოწამვლაში პირდაპირ კრემლი დაადანაშაულეს.

რაც შეეხება მოახლოებულ მუნდიალს, მისი მასპინძლობის უფლება რუსეთმა სწორედ ინგლისის განაცხადის გამოთიშვით მოიპოვა, რაშიც ბრიტანული მხარე, რომელიც მასპინძლობის რეალურ კანდიდატად მიჩნეოდა, სხვა უამრავი საფეხბურთო სპეციალისტთან ერთად რუსეთისა და FIFA-ს იმდროინდელი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მაქინაციებს აბრალებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]