ბენ სტენსოლი - სოლზბერი, ინგლისი: სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურის წევრები ქიმიური იარაღით მოწამლული ადამიანების ადგილთან, სადაც ცნობილი ვერსიით, რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს.
პასკალ როსინიოლი - პარიზი, საფრანგეთი: კარლ ლაგერფელდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება „შანელის“ მოდის კვირეულზე.
ჯეფ პაშუ - სისტერონი, საფრანგეთი: პარიზი-ნიცას 76-ე რბოლის მონაწილე ველოსიპედისტები.
ემანუელე კრემასკი - მილანი, იტალია: ქალთა მოძრაობა FEMEN-ის წევრი სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკური პარტიის (Forza Italia) წინააღმდეგ.
ალესანდრა ტარანტინო - ფლორენცია, იტალია: საფეხბურთო კლუბ „ფიორენტინას“ ფეხბურთელის, დავიდე ასტორის დაკრძალვის ცერემონია.
ილია ნაიმუშინი - კრასნოიარსკი, რუსეთი: ფრანერებისა და სნოუკაიტერების რეგიონალური ჩემპიონატი ყინულით დაფარულ მდინარე ენისეიზე.
სკოტ ოლსონი - ისტ ლანსინგი, მიჩიგანი: თეთრკანიანი ნაციონალისტებისა და მათი მოწინააღმდეგეების შეტაკება მიჩიგანის უნივერსიტეტში, ნაციონალისტების ლიდერ რიჩარდ სპენსერის სიტყვით გამოსვლამდე.
პილარ ოლივარესი - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ვილა კენედის გარეუბანში ნარკოდილერების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ადამიანები ჯავშანტექნიკას გვერდს უვლიან.
ნატაშა პისარენკო - ბუენოს აირესი, არგენტინა: ქალთა დემონსტრაციის წევრები აქციაზე. ერთ-ერთი მათგანის მკერდზე ესპანურენოვანი წარწერაა: „რევოლუცია იქნება ფემინისტური“
ჰარიშ ტიაგი - ნიუ დელი, ინდოეთი: ავტომობილებით გადატვირთული აკშარდამის გზატკეცილი.
სტეფანი გლინსკი - მინგკამანი, სამხრეთ სუდანი: დინკას ტომის წარმომადგენელ მწყემს ბიჭს შუბი უჭირავს.
NASA - იუპიტერი: ცენტრალური ციკლონი პლანეტის ჩრდილო პოლუსზე.