პატრიკ კოვარიკი - პარიზი, საფრანგეთი: მზადება საპრეზიდენტო ინაუგურაციისთვის ელისეს მინდვრებზე.
პასკალ პოშარ-კასაბიანკა - კორსიკა, საფრანგეთი: ქალი მარ-ე-სოლის სანაპიროზე მოსიარულე მსხვილფეხა საქონელს უცქერს.
ამარ ავადი - ბეთლემი, პალესტინა/დასავლეთ სანაპირო: პალესტინელი სკოლის მოსწავლე გოგონები ცრემლსადენ გაზს გაურბიან, რომელიც ისრაელის სპეცრაზმმა ნაქბას (პალესტინელთა გამოსახლება ისრაელიდან 1948 წელს) 69-ე წლისთავთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე გამოიყენა.
ფადელ სენა - მოსული, ერაყი: სამთავრობო ჯარებსა და „ისლამურ სახელმიფოს“ შორის მომხდარი შეტაკებების გამო ქალაქის დასავლეთ ნაწილს მაცხოვრებლები ტოვებენ.
ფერნანდო ლანო - კარაკასი, ვენესუელა: პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეები დემონსტრაციებზე მოკლული აქტივისტებისთვის ჯვრებს დგამენ.
ვიქტორ მორიამა - მანაუსი, ბრაზილია: ვარაოს ტომის მკვიდრი ამერიკელები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ძველ საცხოვრებელებში ცხოვრობენ. ვენესუელის უძველესი ეთნიკური ჯგუფი ეკონომიკური გაჭირვების გამო ბრაზილიაში მიგრირებს.
ლუის რობაიო - კალი, კოლუმბია: მამაკაცი ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე კუკას მიერ დატბორილ სახლში გადაადგილდება.
ფლორიან პლოშერი - მაიდუგური, ნიგერია: ბოკო ჰარამის თავდასხმების გამო მცირედ დასახლებულ ქალაქში ქალი მიტოვებულ ატრაქციონზე მოთამაშე ბავშვებს აკვირდება.
ივან დამანიკი - კარო, ინდონეზია: სოფლის მაცხოვრებლები ვულკანურ მთა სინაბუნგიდან ფერფლის ამოფრქვევას თვალს ადევნებენ.
AFP - ჩრდილოეთ კორეა: მეცნიერებისა და ინჟინრების გარემოცვაში მყოფი ჩენ-ინ კიმი ბალისტიკური რაკეტა Hwasong-12-ის გაშვებას აღნიშნავს.