weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:33 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ბრიტანელი მეცნიერი სტივენ უილიამ ჰოკინგი 76 წლის ასაკში, კემბრიჯში გარდაიცვალა.

სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ოქსფორდში დაიბადა. მას 21 წლის ასაკში ამიოტროფული სკლეროზი განუვითარდა და როგორც ექიმები ამბობდნენ, 2.5 წელი იცოცხლებდა. ექიმების ვარაუდი არ გამართლდა და ჰოკინგმა შეძლო სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელება, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

1985 წელს მეცნიერი ფილტვების ანთების მძიმე ფორმით დაავადდა. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა. პარალიზებული მეცნიერი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა - იკვლევდა სამყაროს წარმოშობისა და შავი ხვრელების თეორიებს. წიგნით „დროის მოკლე ისტორია - დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე“ ცნობილი მთელ მსოფლიოში გახდა. ჰოკინგი მეტყველების სინთეზატორის დახმარებით საუბრობდა, რომელიც სპეციალურად მისთვის კომპანია Intel-მა დაამზადა.

პროფესორი სტივენ ჰოკინგი 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]