weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ბრიტანეთი რუს დიპლომატებს სავარაუდოდ ქვეყნიდან გააძევებს

16:37 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

დიდი ბრიტანეთი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს. Sky News-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ეს გადაწყვეტილება იქნება პასუხი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაზე.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლება დგას.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ქვეყნიდან რუსეთის ელჩს გააძევებენ. როგორც მითხრეს, დიდ ბრიტანეთს სურს შეინარჩუნოს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა. იმდენ დიპლომატს არ გააძევებენ, რამდენიც 1971 წელს გააძევეს, მაგრამ, როგორც მითხრეს, მათი რიცხვი „მნიშვნელოვანი“ იქნება“, წერს Sky News-ის ჟურნალისტი ალისტერ ბანკალი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას ჩაატარებს.

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2010 წელს მიიღო და მისი ქალიშვილი იულია, 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ამჟამად მამა-შვილი საავადმყოფოში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით 2004 წელს დააკავა. მას მოსკოვის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და სამ პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]