weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთს მუდმივად მოვუწოდებთ გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  - ტერეზა მეი

02:14 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი წამოჭრა და განაცხადა, რომ საჭიროა პუტინის რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიარონ და რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდონ.

„მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას და რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამას სხვადასხვა ფრონტზე ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის 23 დიპლომატს ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოუწევს. ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. როგორც ტერეზა მეიმ 14 მარტს, პარლამენტში განაცხადა, მოსკოვმა არ დააკმაყოფილა ლონდონის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე არ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან კავშირი არ აქვთ. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთისგან პასუხად მიიღეს მხოლოდ სარკაზმი და აღარ რჩება სხვა დასკვნის შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფო დგას სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის უკან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]