weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის გენპროკურორი ნადეჟდა სავჩენკოს ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს

15:03 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018
ფოტოზე ნადეჟდა სავჩენკო ფოტოზე ნადეჟდა სავჩენკო

უკრაინის მთავარი პროკურორი იური ლუცენკო უმაღლესი რადას დეპუტატს, ყოფილ სამხედრო მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტში ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს და მისთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნას ითხოვს.

„გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ნადეჟდა სავჩენკო პირადად გეგმავდა და იძლეოდა მითითებებს ამ დარბაზში ტერორისტული აქტის განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს. 

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ლუცენკო მოითხოვს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და დააკავონ.  

გენერალური პროკურორის ბრალდებები ნადეჟდა სავჩენკომ მისი შეშინების მცდელობად შეაფასა.

ცნობილი გახდა, რომ უმაღლესმა რადამ სავჩენკო ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის შემადგენლობიდან გარიცხა. 

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკო 2014-2017 წლებში რუსეთში, პატიმრობაში იყო. ის ლუგანსკში დააკავეს. 2016 წლის მარტში რუსულმა სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ ცნო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში, ასევე, საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 25 მაისს ვლადიმერ პუტინმა სავჩენკოს შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის სამშობლოში დააბრუნეს. სანაცვლოდ უკრაინულმა მხარემ პატიმრობიდან რუსეთის ორ მოქალაქე გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]