weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინდოეთში პასიური ევთანაზია დააკანონეს

15:21 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

ინდური ტელეკომპანია NDTV-ის ინფორმაციით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით პასიური ევთანაზია დასაშვები გახდა. პასიური ევთანაზია სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტაა.

კანონის თანახმად, ინდოეთში პაციენტს თავად შეეძლება, გადაწყვიტოს, სურს თუ არა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნება. პასიური ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებულებისთვის გამოიყენება. აქტიური ევთანაზია კი ინდოეთში დაუშვებელია.

ევთანაზია კანონიერ ქმედებად მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დაკანონებული. აქტიური ევთანაზია კანონიერია იაპონიაში, კანადაში, კოლუმბიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში, პასიური კი - ინდოეთში, შვედეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევთანაზია მხოლოდ რამდენიმე შტატშია დაშვებული. ანალოგიური სურათია მექსიკაშიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]