weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აშშ რუსეთის მხრიდან ახალი კიბერთავდასხმების მოლოდინშია

11:20 პარასკევი, 16 მარტი 2018

აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (DOI) და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკული კომპანიები რუსეთის მთავრობისგან მხარდაჭერილი ჰაკერების მოსალოდნელ კიბერთავდასხმებზე გააფრთხილეს. გაფრთხილების მიზანია ადეკვატური ზომების მიღება კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების დასაცავად.

რუსი ჰაკერების ახალი თავდასხმის პოტენციურ სამიზნეთა შორისაა ენერგეტიკის, ბირთვული, საავიაციო და კომერციული სექტორები. აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, სისტემის დამაზიანებელი პროგრამები ე.წ. რუსული კვალით, უკვე აღმოჩენილია ზოგიერთი ენერგოკომპანიის უსაფრთხოების სისტემაში.

15 მარტს აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა სწორედ კიბერთავდასხმების გამო. სანქციები ეხება 19 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, მათ შორის - პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინსა და „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ ორგანიზაცია „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს.“

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუშინის განცხადებით, სანქციების საფუძველია რუსეთის მტრული კიბერაქტივობა, მათ შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმები. მნუშინის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპირებს სანქციების დაწესებას რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების წინააღმდეგაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]