ტრამპი ცალ-ცალკე შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს, რათა ახალი იმპულსი მისცეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც 2014 წლის შემდეგ ჩიხშია შესული.
ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ დიდ გარღვევას არ უნდა მოველოდეთ, რადგან აღნიშნული ვიზიტი უფრო სიმბოლური ხასიათისაა.
ებრაულ გაზეთ „ისრაელ ჰაიომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის ელჩი ისრაელში, დევიდ ფრიდმანი აცხადებს, რომ ტრამპის მიზანი ახლა უბრალოდ იმ დისკუსიის დაწყებაა, რომელიც იმედია ორ მხარეს მშვიდობამდე მიიყვანს.