weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაკისტანში სასულიერო პირის სახლში მომხდარი აფეთქებისას შვიდი ადამიანი დაიღუპა

11:58 შაბათი, 17 მარტი 2018

პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ყილა საიფულაში, დაჯგუფება თალიბანის მოკავშირე სასულიერო პირის სახლში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის - ქალები და ბავშვები.

დაღუპულთა შორისაა თავად ხსენებული სასულიერო პირი ჰაბიბულა ხანი, რომელიც ცნობილი იყო თალიბანის მხარდამჭერი საჯარო განცხადებებით. მისი ნათესავის განცხადებით, ჰაბიბულა ხანი თალიბანის პაკისტანური ფრთის, თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანის წევრი იყო. აფეთქება სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როდესაც სახლის მახლობლად არსებულ ავტომობილს ასაფეთქებელი მოწყობილობებით ტვირთავდნენ.

დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლი მთლიანად დაინგრა.

ქილაჰ საიფულა მდებარეობს ბალოჩისტანის პროვინციაში, სადაც სეპარატისტული ჯგუფები პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ბალოჩისტანი ასევე მიჩნეულია ავღანელი თალიბებისა და პაკისტანელი ექსტრემისტების დაჯგუფებათა თავშესაფრად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]