weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ რუსეთი ქვეყნიდან 23 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს

14:27 შაბათი, 17 მარტი 2018
ფოტოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფოტოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს 23 დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის „პროვოკაციული მოქმედებების“ და დაუსაბუთებელი ბრალდებების საპასუხოდ მიიღეს.

დიპლომატების გაძევების გარდა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სანკტ-პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის საკონსულო აღარ გაიხსნება, დაიხურება ბრიტანული საბჭოს წარმომადგენლობა.

რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობა სცადეს. 4 მარტს, ქალაქ სოლბერიში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია დამზადებული.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, 23 რუს დიპლომატს გააძევებენ, რუსეთის მთავრობასთან კი მაღალ დონეზე ურთიერთობების გაწყვეტენ. გაუქმდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ლონდონში, გაფართოვდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გაიყინა რამდენიმე რუსი ბიზნესმენის ანგარიშები დიდ ბრიტანეთში.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით 2004 წელს დააკავა. მას მოსკოვის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს სკრიპალი ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და სხვა სამ პირთან ერთად აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში გაცვალეს. 2010 წლიდან სკრიპალს დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]