weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს

23:33 კვირა, 18 მარტი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეოთხედ გახდება. წინასწარი მონაცემებით, პუტინს ამომრჩეველთა ხმების 73.9% აქვს მიღებული.

ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზეა „კომუნისტების“ კანდიდატი პაველ გრუდინინი (11.2%), ხოლო მესამე ადგილზე - „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6.7%). რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ქსენია სობჩაკს, მას ხმების 2.5% აქვს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბიულეტენების 30%-ია დათვლილი. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის დროს „სერიოზული“ დარღვევები არ დაფიქსირებულა. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავენ რიგ დარღვევებს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, 2012 წელს, ვლადიმერ პუტინმა 63.60%-იანი მხარდაჭერა მიიღო. რუსეთს უახლეს ისტორიაში კომუნიცტური პარტია ყველა არჩევნებში მეორე ადგილს იკავებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში იყო, მომდევნო ოთხი წელი ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. 2012 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 4 წლიდან 6 წლამდე გახანგრძლივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]