weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის შს მინისტრი არალეგალი მიგრანტების გაძევების დაჩქარებას ითხოვს

00:45 ორშაბათი, 19 მარტი 2018

გერმანიის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზიჰოფერს ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევების პროცედურის დაჩქარება სურს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ზიჰოფერმა განაცხადა, რომ უცხოელების დეპორტაციის „რეალური პრობლემა“ არსებობს და მისი ერთ-ერთი პირველი საქმე მინისტრის თანამდებობაზე, ამ ვითარებაში გარკვევა იქნება.

„რატომ ხდება ეს ასე? რა კანონების მიღებაა აუცილებელი, რა პროცედურები უნდა შეიცვალოს?“, - განაცხადა შს მინისტრმა 18 მარტს და აღნიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს.

ჰორსტ ზიჰოფერის თქმით, ასეთ ზომებს შორის შესაძლოა იყოს ექიმის ცნობებთან დაკავშირებული თაღლითობის აღკვეთა, მიგრანტების იდენტიფიკაციის პრობლემის აღმოფხვრა და იმ ქვეყნებთან მოლაპარაკება, საიდანაც არალეგალი მიგრანტები გერმანიაში ჩადიან.

ცოტა ხნის წინ, თავის პირველ სამუშაო დღეს, ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა, რომ ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის.

ჰორსტ ზიჰოფერი გერმანიის ქრისტიან-სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეა. 2008-2018 წლებში ის ბავარიის პრემიერ-მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]