„კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, დეპარდიე ხმის მისაცემად პარიზში, რუსეთის საელჩოში მივიდა.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და მის ფარგლებს გარეთ 97 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა კი 107 მილიონს აჭარბებდა. არჩევნებში სულ 8 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ეგზიტპოლების მიხედვით, ხმათა 76% მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო და პრეზიდენტად მეოთხედ იქნა არჩეული.