ოლივიე მორინი - უნსტადი, ნორვეგია: ფრანგი ნაოსანი სპორტსმენი ლოფოტენის კუნძულთან ჩრდილოეთის ციალის ფონზე.
ფრანსუა მორი - პარიზი, საფრანგეთი: „ფრანგ სპაიდერ-მენად“ წოდებული ალენ რობერი კომპანია Total-ის ცათამბჯენზე ასვლისას სამართალდამცავებმა დააკავეს.
ჯეფ პაშუ - არეშ-ბოფორი, საფრანგეთი: მოთხილამურეები პიერა მენტას 33-ე შეჯიბრების დროს.
სერგეი ბობილევი - მოსკოვი, რუსეთი: მოდელი „მერსედეს-ბენცის“ ჩვენებაზე გასასვლელად ემზადება.
ელისონ ჯოისი - დაკა, ბანგლადეში: ადამიანები პატივს მიაგებენ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. კომპანია US-Bangla-ს თვითმფრინავის ავარიას ნეპალში 50-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამირ აბდულა - დაკა, ბანგლადეში: ილიას მოლას გარეუბანი ხანძრის შემდეგ.
ფლორან ვერნიე - დამარა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: ეთნიკური შეტაკებების მსხვერპლი სახელად მათიასი მდინარე უბანგიზე გადაადგილდება.
იან ჰეტფლაიში - ნაირობი, კენია: ქალაქის აღმოსავლეთით 8 კმ ფართობზე მდებარე ნაგავსაყრელი.
ჩიპ სომოდევილა - ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: ბავშვთა მიმართ იარაღით ჩადენილი ძალადობის საწინააღმდეგო პერფორმანსზე 7000 წყვილი ფეხსაცმელი დაალაგეს.