დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობა საგანგებოდ შეიკრიბება. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება.
23 წლის ამერიკელი მსახიობი და პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებს შორისაა. მის კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობასაც ახალგაზრდები შეადგენდნენ.
„განადგურებული ვარ. ძალიან ვწუხვარ. სიტყვები არ მყოფნის“, - დაწერა მომხდარის შემდეგ მომღერალმა „ტვიტერში“.
იმ შემთხვევაში თუ ტერაქტის ვერსია დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 2005 წლის 7 ივლისის ტერაქტის შემდეგ. მაშინ 4 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას 52 ადამიანი ემსხვერპლა.